ბათუმში ნაპირდაცვის სამუშაოები მიმდინარეობს
13 აგვისტო 2018
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, ბათუმში ნაპირდაცვის სამუშაოებს ახორციელებს. პროექტი აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი ღირებულება 55 მილიონ ლარს სცდება.
მიმდინარე სამუშაოები აჭარის ავტონომიური მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შენგელიამ დაათვალიერეს.
ბათუმის ნაპირდაცვის პროექტი ითვალისწინებს დაახლოებით 2 კმ ნაპირსამაგრი ნაგებობის მოწყობას, სანაპირო ზოლის აღდგენას და დაზიანებული ბულვარის სრულ რეაბილიტაციას. ბულვარის აღდგენილ სანაპიროსთან დაკავშირების მიზნით, მოეწყობა 12 საფეხმავლო ხიდი, რომლის სიგრძე 20 მეტრი იქნება, ხოლო სიგანე 1,5 მეტრი.
ბათუმში ნაპირდაცვის სამუშაოები 2019 წლის ბოლოს დასრულდება.