ინტერესის გამოხატვის მოთხოვნა - თელავის ჩამდინარი წყლების გამწმენდი ნაგებობის რეაბილიტაციის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მომზადება და წყალტუბოსა და თელავის გამწმენდი ნაგებობებისთვის ტექნიკური სპეციფიკაციების მომზადება
საქართველომ მოითხოვა დაფინანსება შვედეთის განვითარების საერთაშორისო სააგენტოსაგან ჩამდინარი წყლების მდგრადი განკარგვის პროექტის დასაფინანსებლად და აპირებს ამ თანხის ნაწილი გამოიყენოს საკონსულტაციო მომსახურებისათვის.
საკონსულტაციო მომსახურება (“მომსახურება”) მოიცავს ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მომზადებასა და ტექნიკური მახასიათებლების აღწერასა და მომზადებას წყალტუბოსა და თელავის ჩამდინარი წყლების გამწმენდი ნაგებობებისთვის. კონსულტანტი მჭიდროდ ითანამშრომლებს მუნიციპალური განვითარების ფონდსა და საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასთან. სამუშაოების მოცულობა შემოიფარგლება ჩამდინარი წყლების გამწმენდი ნაგებობების რეაბილიტაციით, დამაკავშირებელი წერტილებიდან - არსებული საკანალიზაციო ქსელის ჩათვლით, რაც განსაზღვრულია ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების დოკუმენტში.