თბილისი-რუსთავის გზის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია
22 აგვისტო 2018
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, თბილისი-რუსთავის გზის მეორე მონაკვეთის მშენებლობას ახორციელებს. პროექტი აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება დაახლოებით 119 მილიონი ლარია.
მეორე მონაკვეთის, 800 მეტრიანი ნაწილის სამშენებლო სამუშაოების დაწყებას მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შენგელია ადგილზე გაეცნო. აღნიშნული მონაკვეთი წარმოადგენს ინდუსტრიულ ზონას და სამშენებლო არეალი უახლოესი მრავალსართულიანი სახლებიდან დაშორებულია 120 მეტრით.
თბილისი-რუსთავის გზა მეზობელი აზერბაიჯანის საზღვარს უკავშირდება და მისი მოდერნიზაცია მნიშვნელოვანია სატრანზიტო თვალსაზრისით. პროექტის დასრულების შემდეგ, მოსახლეობა უსაფრთხოდ და კომფორტულად შეძლებს გადაადგილებას.