მდინარე ვერეს კალაპოტის ფორმირების სამუშაოები მიმდინარეობს
27 აგვისტო 2018
საქართველოს რეგიონული განვითრებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, თბილისში, მდინარე ვერეს კალაპოტის ფორმირების სამუშაოებს ახორციელებს. პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი ღირებულება 10 მილიონ ლარს სცდება.
სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შენგელია და ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე ადგილზე გაეცნენ.
მდინარე ვერეს კალაპოტის ფორმირების სამუშაოები ითვალისწინებს მზიურის პარკიდან ვაკის სასაფლაოს ტერიტორიამდე, მდინარის კალაპოტის გაწმენდას, ფორმირებას და მცირე მონაკვეთზე მის მოქცევას ბეტონის მოქნილ ლეიბებით დაცულ არხში.
მუნიციპალური განვითარების ფონდმა 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის შემდეგ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა, როგორიცაა წყნეთი- ბეთანიის გზის მშენებლობა, მდინარე ვერეს კალაპოტში ნატანდამჭერი და ნაპირსამაგრი კედლის მშენებლობა. ფონდი, ასევე ახორციელებს მზიურის პარკის რეაბილიტაციას.