გელათის მონასტრის სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოები მიმდინარეობს
7 სექტემბერი 2018
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, გელათის მონასტრის სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოებს ახორციელებს.
პროექტი ორ ეტაპად გაიყო. პირველი ეტაპის სამუშაოები ითვალისწინებდა გუმბათის და ქვების რესტავრაციას, ხოლო მეორე ეტაპი ითვალისწინებს გელათის ღვთისმშობლის ტაძრის ეკვდერების გადახურვის, ცოკოლის და სადრენაჟო სისტემის რეაბილიტაციას.
მიმდინარე სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შენგელიამ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.
გელათის მონასტრის სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება. პროექტის მიზანია წვლილი შეიტანოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შენარჩუნებაში და ხელი შეუწყოს საქართველოში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას.