განცხადება ელექტრონული ტენდერის შესახებ - ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ღორეშა-ბაზალეთის საავტომობილო გზის რეაბილიტაციისა და ახალი სახიდე გადასასვლელის მშენებლობისთვის საჭირო დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების შესყიდვა
გამოქვეყნებულია: 7 სექტემბერი 2018 / ძალაშია: 18 სექტემბერი 2018
სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი აცხადებს SPA180007433 ელექტრონულ ტენდერს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ღორეშა-ბაზალეთის საავტომობილო გზის რეაბილიტაციისა და ახალი სახიდე გადასასვლელის მშენებლობისთვის საჭირო დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების შესყიდვის მიზნით. შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება შეადგენს 196 000 ლარს. სატენდერო წინადადების მიღების ვადა სრულდება 2018 წლის 18 სექტემბერს 15:30 საათზე.
დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის ბმული:
https://tenders.procurement.gov.ge/public/?go=278697&lang=ge