სოფელ მუხრანში საბავშვო ბაღი გაიხსნა
17 სექტემბერი 2018
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანში, საბავშვო ბაღის მშენებლობა დაასრულა. დასრულებული სამუშაო რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილმა, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შენგელიამ და მცხეთა-მთიანეთის რწმუნებულ-გუბერნატორმა შალვა კერესელიძემ დაათვალიერეს.
თანამედროვე სტანდარტების და ყველა საჭირო ინვენტარით აღჭურვილი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება მიმდინარე წელს 200-მდე აღსაზრდელს მოემსახურება. საბავშვო ბაღში აღსაზრდელები დარეგისტრირებულები არიან, როგორც სოფელ მუხრანიდან, ასევე, მეზობელი სოფლებიდან.
პროექტი, ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით, განხორციელდა და მისი ღირებულება 1 600 000 ლარზე მეტია.