ქ. წყალტუბოს ცენტრალურ პარკში არსებული შადრევნის რეაბილიტაცია
საქართველოს განზრახული აქვს მიიღოს მსოფლიო ბანკისაგან (The World Bank) დაფინანსება რეგიონული განვითარების მეორე პროექტის (RDP II) განსახორციელებლად და ამ სახსრების ნაწილი გამოიყენოს შემდეგი კონტრაქტით გათვალისწინებული გადახდებისათვის: ქ. წყალტუბოს ცენტრალურ პარკში არსებული შადრევნის რეაბილიტაცია.
წარმოდგენილი ქვე-პროექტი - შადრევნების რეაბილიტაცია ქალაქ წყალტუბოში, მოიცავს მათ სრულად აღდგენას, ასევე დამატებითი ფუნქციების მატარებელი სისტემების მონტაჟს. წყალტუბოს პარკში არსებული მუსიკალური შადრევანი, რომელიც გასული საუკუნის 80-იან წლებში აშენდა, შედგება სამი მრგვალი, სხვადასხვა ზომის აუზისგან. აუზები ერთმანეთს მართკუთხა აუზით უკავშირდება, აგრეთვე მოწყობილია პატარა საფეხმავლო ხიდი. შადრევნის ყველა სტრუქტურული ელემენტი დამზადებულია რკინა-ბეტონისაგანა შადრევანი სავალალო მდგომარეობაშია. გრანიტის ფილების უმეტესობა გაბზარულია, ფილების ზოგი ნაწილი კი ჩამოტეხილია კედლიდან. ელექტრო და წყალმომარაგების ქსელი, აგრეთვე - საკანალიზაციო სისტემა გამოსულია მწყობრიდან. საკონტროლო ნაგებობის სახურავი დაზიანებულია და ჟონავს, რაც აზიანებს სახურავისა და შიდა იატაკის ხის სტრუქტურებს. ამასთან, შენობის ფასადის მოსაპირკეთებლად გამოყენებულია აკრძალული, ჯანმრთელობისთვის სახიფათო მასალა - აზბესტი.
არსებული შადრევნის ადგილას მოეწყობა ე.წ. „მშრალი ინტერაქტიული შადრევნით“ – ყველაზე დიდ, მრგვალ აუზზე მოეწყობა საფეხმავლო ბაქანი, რის შედეგადაც ხალხი შეძლებს შადრევნის შიგნით სიარულს და პირდაპირი კონტაქტის დამყარებას წყლის მოცეკვავე ნაკადთან. წყლის ჭავლის სიმაღლე 2 - 3 მეტრი იქნება და სინქრონიზებულად განათდება. შადრევნის კონტროლი მოხდება პროგრამირებადი მართვის სისტემით. გაშუქების დროს ასევე იმუშავებს გახმოვანებაც. ფართო სპექტრის მქონე ორი დინამიკი დამონტაჟება შადრევნის გარშემო არსებულ ბოძებზე, 4 მეტრის სიმაღლეზე, საიდანაც ხმის ტალღები მთელ მოედანს დაფარავს.
დეტალური ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია ერთიანი ელექტრონული სისტემის ბმულზე:
https://tenders.procurement.gov.ge/public/?go=281116&lang=ge