ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელი გვიმრიანის საჯარო სკოლის მშენებლობის პროექტი

22 აპრილი 2025
მუნიციპალიტეტი: ლაგოდეხი
დონორი: WB

 გაცნობებთ, რომ 2025 წლის 24 აპრილს 13:00 საათზე, გაიმართა ქვე-პროექტის გვიმრიანის საჯარო სკოლის მშენებლობის პროექტის გარემოსდაცვითი და სოციალური სკრინინგის ანგარიშისა და გარემოსდაცვითი და სოციალური მართვის გეგმის საჯარო განხილვა. შეხვედრა ჩატარდება გვიმრიანის საჯარო სკოლაში.

ქვე-პროექტი ხორციელდება საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისა და საქართველოს განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, ინოვაცია, ინკლუზიურობა და ხარისხი (საქართველო I2Q) პროექტის ფარგლებში, პროგრამა ფინანსდება მსოფლიო ბანკის მიერ.
ქვე-პროექტის გარემოსდაცვითი და სოციალური სკრინინგის ანგარიში და გარემოსდაცვითი და სოციალური მართვის გეგმა ხელმისაწვდომია მუნიციპალური განვითარების ფონდის ვებ-გვერდზე - www.mdf.org.ge, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ოფისში - ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზირი #150, ტელ: 2 43 70 01 და ასევე პროექტის ინოვაცია, ინკლუზიურობა და ხარისხის ვებ-გვერდზე - www.iiq.gov.ge (განათლების მიმართულებით), განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს შენობაში - ქ. თბილისი, დიმიტრი უზნაძის N52, სამინისტროს ცხელი ხაზი: (995 32) 2 200 220.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ დაუკავშირდეთ:
საკონტაქტო პირები:
დავით არსენაშვილი მუნიციპალური განვითარების ფონდი
მობ.: 599019 183
ელ-ფოსტა: feedback@mdf.org.ge
მარინე ჟვანია, განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
მობ: 577 27 88 41
ელ-ფოსტა: marina.zhvania@iiq.gov.ge