დევნილთა კორპუსების მშენებლობასთან დაკავშირებით ღია კარის დღე გაიმართება
30 ოქტომბერი 2018
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი 1 ნოემბერს, 11 საათზე მულტიფუნქციურ სივრცე ,,ტერმინალში“, დევნილთა საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობასთან დაკავშირებით, ღია კარის დღეს გამართავს. შეხვედრის მიზანია, კორპუსების მშენებლობის სატენდერო პროცედურები უფრო მეტად გამჭვირვალე და ეფექტიანი გახდეს. დაინტერესებულ კომპანიებს საშუალება ექნებათ ტენდერის გამოცხადებამდე გაეცნონ პროექტს, რაც მათ საშუალებას მისცემს უფრო უკეთ მოემზადონ და გარემოც მეტად კონკურენტუნარიანი გახდეს.ღონისძიებაზე დასწრება ნებისმიერ დაინტერესებულ კომპანიას შეუძლია.
ღონისძიებას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შენგელია დაესწრებიან.