ტექნიკურ უნივერსიტეტში ლაბორატორიის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
7 ნოემბერი 2018
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან არსებული ხიდსაცდელი ცენტრის მხარდაჭერის პროექტს ახორციელებს. პროექტი აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი საერთო ღირებულება დაახლოებით 6.5 მილიონი ლარია.
პროექტი განხორციელება რამდენიმე ეტაპად გაიყო. ამ ეტაპზე, ტექნიკური უნივერსიტეტის შენობაში არსებული ცენტრის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. დამატებით, მუნიციპალური განვითარების ფონდს გამოცხადებული აქვს ტენდერი ხიდებისა და გვირაბების მდგომარეობის დასადგენად საჭირო თანამედროვე მოწყობილობის, აპარატურისა და ინვენტარის, მათ შორის რეგიონში პირველი ავტომობილის შეძენაზე, რომელშიც დამონტაჟებულია ყველა საჭირო აღჭურვილობა. პროექტი, ასევე ითვალისწინებს ტექნიკური უნივერსიტეტის თანამშრომლების გადამზადებას.
სამუშაოების მიმდინარეობა მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორი გიორგი შენგელიამ მოინახულა.