მცხეთის გენგეგმის შემუშავებისათვის საკონკურსო წინადადებების მიღება დასრულდა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ქალაქ მცხეთის გენგეგმის შემუშავებისათვის გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მსურველთა წინადადებების მიღება დასრულდა.
2019 წლის პირველივე კვირიდან დაიწყება ფონდში შესული წინადადებების შესწავლა-შეფასების პროცესი.
მცხეთის ისტორიულ ქალაქს განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭა. ქალაქის ინფრასტრუქტურის ქაოტური, უსისტემო განვითარებისაგან დასაცავად საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და საქართველოს განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო UNESCO-სთან აქტიური თანამშრომლობით მუშაობს ისეთი მარეგულირებელი მექანიზმების შემუშავებაზე, რომელიც ერთი მხრივ, შეუნარჩუნებს ქალაქს ისტორიული ღირებულებასა და მნიშვნელობას და მეორე მხრივ, არ შეაფერხებს მის ბუნებრივ განვითარებას. სწორედ ამ მიზნით, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ქალაქ მცხეთის გენგეგმის (ტერიტორიული განვითარების მართვის დოკუმენტაციის) შემუშავებისათვის კონკურსი 2018 წლის ნოემბერში გამოაცხადა.