მოწვევა ინტერესის გამოხატვაზე - „ქ. თბილისში #181 და #43 საჯარო სკოლების რეაბილიტაციის, რეკონსტრუქციისა და ენერგოეფექტურობის გაზრდის მიზნით დეტალური დიზაინის მომზადება“

გამოქვეყნებულია: 9 იანვარი 2019    /    ძალაშია: 23 იანვარი 2019

საქართველომ მიიღო ევროპის საბჭოს განვითარების ბანკისგან (CEB) დაფინანსება თბილისის საჯარო სკოლების რეაბილიტაციისა და ენერგოეფექტურობის გაზრდის პროექტის განსახორციელებლად. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი აღნიშნული პროექტის ფარგლებში იწვევს კომპანიებს შემდეგი საკონსულტაციო მომსახურებისათვის: „ქ. თბილისში #181 და #43 საჯარო სკოლების რეაბილიტაციის, რეკონსტრუქციისა და ენერგოეფექტურობის გაზრდის მიზნით დეტალური დიზაინის მომზადება“.

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ: მოწვევა ინტერესის გამოხატვაზე (ინგლისურ ენაზე).

 

REOI