სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ატარებს ბაზრის კვლევას - პროგრამა მოიცავს მდინარეებზე მყარი მოტივტივე ნარჩენების დამჭერი სტრუქტურების მოწყობას, საჭირო საწმენდი ტექნიკის შესყიდვას და შემდგომ ობიექტების 2 წლიან მოვლა-პატრონობას

გამოქვეყნებულია: 15 თებერვალი 2019    /    ძალაშია: 22 თებერვალი 2019

მუნიციპალური განვითარების ფონდს 2019 წელს დაგეგმილი აქვს ახალი პროგრამის განხორციელება, რომელიც მოიცავს მდინარეებზე მყარი მოტივტივე ნარჩენების დამჭერი სტრუქტურების მოწყობას, საჭირო საწმენდი ტექნიკის შესყიდვას და შემდგომ ობიექტების  2 წლიან მოვლა-პატრონობას. საპროექტო/სამშენებლო ტერიტორია განლაგებულია დასავლეთ საქართველოში კერძოდ შავი ზღვის აუზის მდინარეებზე სოფელ ანაკლიიდან ქალაქ ქობულეთამდე. მდინარეებიდან ხდება შავ ზღვაში ტივტივა ნატანის შედინება, რაც იწვევს სანაპირო ზოლის დაბინძურებას. ამიტომ საჭიროა მოხდეს აღნიშნულის პრევენცია ტივტივა ნატანის დამჭერის მოწყობით, რაც ხელს შეუწყობს სანაპირო დაბინძურების შემცირებას და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას. ვინაიდან შავი ზღვის სანაპირო ზოლზე ტურისტების ნაკადი ყოველწლიურად იზრდება, აღნიშნული პრობლემა მეტად აქტუალურია. 

პროექტის განხორციელება დაგეგმილია შემდეგ მდინარეებზე:
 
1. პატარა ენგური - სოფელი ანაკლია;
2. ხობისწყალი - სოფელი ყულევი;
3. რიონი დელტა - ფოთი;
4. რიონის არხი -  ფოთი;
5. კაპარჭინა - სოფელი მალთაყვა;
6. სუფსა - სოფელი სუფსა;
7. ურეკის არხი - სოფელი ურეკი;
8. სეფა - სოფელი ურეკი;
9. ნატანები - სოფელი შეკვეთილი;
10. ჩოლოქი - ქობულეთი;
11. კინტრიში - ქობულეთი;
12. დეხვა -  ქობულეთი;
 
შესყიდვის პროცედურების ჩატარების უზრუნველსაყოფად აუცილებელია განისაზღვროს   სავარაუდო ღირებულება. აღნიშნულიდან გამომდინარე გთხოვთ,  თანდართული წინასწარი ხარჯთაღრიცხვის ფორმის მიხედვით 2019 წლის  22 თებერვლის  ჩათვლით  მოგვაწოდოთ ინფორმაცია სავარაუდო ღირებულებასთან დაკავშირებით. ინფორმაცია შესაძლებელია წარმოდგენილი იყოს ელექტრონული ფოსტის საშუალებით შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართებზე: ndvali@mdf.org.ge; npatsatsia@mdf.org.ge; procurement@mdf.org.ge;
 
 
წინასწარ გიხდით მადლობას თანამშრომლობისათვის.