განცხადება შესყიდვის ელექტრონულ ტენდერზე

გამოქვეყნებულია: 13 მარტი 2014    /    ძალაშია: 14 მარტი 2014

სსიპ „საქართველოს მუნიციპალური განვთარების ფონდი“ ახორციელებს წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფახულანის თემის ცენტრიდან საბერიოს საზღვრამდე არსებული საავტომობილო გზის რეაბილიტაციის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის და დეტალური საინჟინრო პროექტის  მოსამზადებლად   სახელმწიფო შესყიდვას. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 06 მარტის N372 განკარგულების შესაბამისად, აღნიშნული მომსახურების შესყიდვა განხორციელდება გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

მომსახურების შესყიდვის მიზნით სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი შესყიდვის ელექტრონული პროცედურის გამოყენებით იწვევს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე ყველა დაინტერესებულ პირს თავიანთი შემოთავაზების წარმოსადგენად, ამასთან სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი გამოხატავს მზადყოფნას განსახორციელებელი პროექტის ირგვლივ დაინტერებული პირების დეტალურად ინფორმირების მიზნით გამართოს ღია კარის დღე, რომელიც გაიმართება 2014 წლის 14 მარტს 18:00 საათზე, შემდეგ მისამართზე ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N150, სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი.

გასაწევი მომსახურების ტექნიკური დავალება, ხელშეკრულების პროექტი და დაინტერესებული პირების მიერ წარმოსადგენი ინფორმაცია ატვირთულია ელექტრონული სისტემის შესაბამის ველში. 
https://tenders.procurement.gov.ge/public/?go=109970&lang=ge

 

აღნიშნული შესყიდვის ელექტრონული პროცედურა არ წარმოადგენს ელექტრონულ ტენდერს, შესაბამისად მასზე არ ვრცელდება ელექტრონული ტენდერისათვის კანონმდებლობით დადგენილი წესები.