საფარას მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა, ახალციხის მუნიციპალიტეტი

22 იანვარი 2018
მუნიციპალიტეტი: ახალციხე
დონორი: WB

ქვე-პროექტი „საფარას მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა“ ითვალისწინებდა შემდეგი სამუშაოების განხორცილებას: პავილიონისა და საზოგადოებრივი ტუალეტის მშენებლობა, წყალმომარაგების, ელექტრომომარაგებისა და კანალიზაციის სისტემის მოწყობა ტურისტული ინფრასტრუქტურისთვის და ბიოლოგიური გამწმენდი ნაგებობის დამონტაჟება, ძველი კარიბჭის და დეკორატიული კედლის  რესტავრაცია-რეკონსტრუქცია და ძველი ფარდულის  რეაბილიტაცია.

ქვე-პროექტი განხორციელდა რეგიონული განვითარების მესამე პროექტის (RDP3) ფარგლებში, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით.

 

ქვე-პროექტის გარემოსდაცვითი მიმოხილვის დოკუმენტი განთავსებულია შემდეგ ბმულზე: 

 

გმ-საფარას მონასტერი