ზარზმის სკოლის რეაბილიტაცია დაიწყო
20 მარტი 2019
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ადიგენის მუნიციპალიტეტში სოფელ ზარზმის სკოლის რეაბილიტაცია დაიწყო. პროექტი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება მილიონ ლარზე მეტია.
სამუშაოები ითვალისწინებს არსებული სკოლის სრულ რეაბილიტაციას, კერძოდ, საკლასო ოთახების, საპირფარეშოების, სპორტული მოედნების და ეზოს ტერიტორიის კეთილმოწყობას. ასევე, იგეგმება გათბობის, წყალსადენის და კანალიზაციის სისტემების მოწყობა. სკოლები ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის.
სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება, რის შემდეგაც სოფელ ზარზმის და სოფელ უტყის უბნის 60-მდე მოსწავლეს თანამედროვე სტანდარტების შენობა ექნება. მანამდე კი, ზარზმის სკოლის მოსწავლეები სოფელ მლაშეს საჯარო სკოლაში აგრძელებენ სწავლას.
მუნიციპალური განვითარების ფონდს 2019-2020 წლებში, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში, დაგეგმილი აქვს 29 სკოლის მშენებლობა, ათეულობით სკოლების რეაბილიტაცია და ენერგოეფექტურობის კომპონენტის გაძლიერება.