ახალი ბაღების მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა
22 მარტი 2019
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი 2019 წელს ქვეყნის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში 50-ზე მეტი ბაღის მშენებლობას იწყებს. ფონდმა 4 საბავშვო ბაღის პროექტირებაზე ტენდერი უკვე გამოაცხადა.
ამ ეტაპზე, ტენდერი გამოცხადებულია 180 მოსწავლეზე გათვლილ საბავშვო ბაღების პროექტირებაზე. ესენია: თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანის, ქალაქ გორის, მოსკოვის ქუჩის მიმდებარედ, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის, ქალაქ ახალციხეში, რუსთაველის ქუჩაზე.
მნიშვნელოვანია, რომ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები საერთაშორისო სტანდარტებით დაპროექტდება და პროექტების დასრულების შემდეგ, პატარები კეთილმოწყობილ ბაღებში შეძლებენ სიარულს.
ბაღების მშენებლობა საქართველოს მთვარობის და ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება.