წყალტუბოს „ცივი“ ტბის, ცენტრალური პარკის, გზების, ბილიკებისა და სანიაღვრე-სადრენაჟე სისტემის რეაბილიტაცია, ტენდერის #: IDA/RDPII/CW/NCB/01-1-2014-L2
საქართველომ მიიღო მსოფლიო ბანკისაგან (The World Bank) დაფინანსება რეგიონალური განვითარების პროექტის (II ფაზა ) განსახორციელებლად და განზრახული აქვს ამ სახსრების ნაწილი გამოიყენოს შემდეგი კონტრაქტით გათვალისწინებული გადახდებისთვის: ქ. წყალტუბოს „ცივი“ ტბის და ცენტრალური პარკის გზების, ბილიკების და სანიაღვრე-სადრენაჟე სისტემის რეაბილიტაცია.
სამუშაოები ითვალისწინებს წყალტუბოს პარკის ბილიკების (18 076 მ სიგრძის) რეაბილიტაციას, სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაციას „ცივი ტბის“ პერიმეტრზე (114 მ სიგრძის), პარკის ცენტრალური ნაწილის სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაციას (6 994 მ სიგრძის) და ველობილიკებისა და საფეხმავლო ბილიკების მოწყობას (2 131 მ სიგრძის). სამუშაოები მოიცავს ბილიკების საფარის აღდგენას, სადრენაჟე სისტემის შეკეთებას და ველობილიკების მოწყობას.