საქართველოში პირველი საერთაშორისო კონფერენცია “ენერგოეფექტური მშენებლობა” ჩატარდა
საქართველოში პირველი საერთაშორისო კონფერენცია “ენერგოეფექტური მშენებლობა” ჩატარდა. კონფერენციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გრიგოლ კაცია, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შენგელია, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები და სამშენებლო-დეველოპერული კომპანიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შენობების და მშენებლობის გლობალური ასოციაციის კვლევის მიხედვით, მსოფლიოში CO2-ის ემისიის 20% სამშენებლო სექტორზე მოდის, რომლის 60%-იც ელექტრო და გამათბობელი სისტემების ხარჯზეა. მშენებლობა ყველა სხვა სექტორზე მეტ ენერგიას მოიხმარს. ეს განსაკუთრებით ცხადი ხდება პოპულაციის და შესაბამისად ურბანიზაციის ზრდასთან ერთად, რაც საბოლოო ჯამში ენერგიის მოხმარების ზრდაში აისახება. შესაბამისად, ამ კონფერენციის მიზანი მაღალი ინტერესის საგანია, რადგან ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება რამდენიმე მიმართულებით იძლევა სარგებელს, იქნება ეს ეკონომიკური, სოციალური თუ გარემოს დაცვის კუთხით მიღებული სარგებელი.