თელავში ბატონის ციხის (სასახლე) რესტავრაცია (ფაზა 2) ტენდერის #: IBRD/RDP/CW/NCB/06-2014

გამოქვეყნებულია: 14 მარტი 2014    /    ძალაშია: 15 აპრილი 2014

საქართველომ მიიღო მსოფლიო ბანკისაგან (The World Bank) დაფინანსება რეგიონალური განვითარების პროექტის განსახორციელებლად და განზრახული აქვს ამ სახსრების ნაწილი გამოიყენოს შემდეგი კონტრაქტით გათვალისწინებული გადახდებისთვის: ქ. თელავში ბატონის ციხის (სასახლე) რესტავრაცია (ფაზა 2). სასახლის რესტავრაციის პროექტი ითვალისწინებს ნაგებობის დაზიანებული ნაწილების შეცვლას და 1980-იანი წლების სარესტავრაციო სამუშაოების განხორციელებისას მიღებული რიგი არამართებული გადაწყვეტების კორექციას. იცვლება სახურავისა და აივნების ხის მზიდი კონსტრუქციები გადახურვის ფენილები, ხის აჟურული ვიტრაჟები და კარები, აგურის იატაკი. 

 

თელავში ბატონის ციხის (სასახლე) რესტავრაცია