ქ. თბილისში #114 საჯარო სკოლის მშენებლობისა და ენერგოეფექტურობის გაზრდის მიზნით დეტალური დიზაინის მომზადება
გამოქვეყნებულია: 2 აპრილი 2019 / ძალაშია: 10 მაისი 2019
პროექტის საიდენტიფიკაციო ნომერი # CEB/EE/CS/LCS/02-2019-01
საქართველომ მიიღო ევროპის საბჭოს განვითარების ბანკისგან (CEB) დაფინანსება თბილისის საჯარო სკოლების რეაბილიტაციისა და ენერგოეფექტურობის გაზრდის პროექტის განსახორციელებლად. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი აღნიშნული პროექტის ფარგლებში იწვევს კომპანიებს შემდეგი საკონსულტაციო მომსახურებისათვის: „ქ. თბილისში #114 საჯარო სკოლის მშენებლობისა და ენერგოეფექტურობის გაზრდის მიზნით დეტალური დიზაინის მომზადება“.
დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ: მოწვევა ინტერესის გამოხატვაზე (ინგლისურ ენაზე).