დავით ნარმანია და ელგუჯა ხოკრიშვილი გერმანიაში გაემგზავრნენ

17 მარტი 2014

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია, მინისტრის მოადგილე გიორგი ამაშუკელთან და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან, ელგუჯა ხოკრიშვილთან ერთად, გერმანიაში ხუთდღიანი ვიზიტით გაემგზავრა.  დელეგაციაში, ასევე, შედიან ტექნიკური უნივერსიტეტისა და სხვადასხვა ქართული კომპანიების წარმომადგენლები.

 

ვიზიტის ფარგლებში მინისტრი შეხვედრებს გამართავს „Dautsche Bank“-ის, “Boston Consulting Group”-ის, “ING Group”-ისა და „Global Solar“-ის წარმომადგენლებთან,  რომლებთანაც სამომავლო თანამშრომლობის საკითხებს განიხილავს. დაგეგმილია, ასევე, შეხვედრები გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს წარმომადგენლებთან და სხვადასხვა ქალაქის მერებთან, სადაც მუნიციპალური მენეჯმენტის საკითხებს მიმოიხილავენ.

 

ქართული დელეგაცია, ასევე, მონაწილეობას მიიღებს გერმანულ-ქართულ ბიზნეს-ფორუმში, სადაც საქართველოში არსებულ საინვესტიციო გარემოზე იქნება საუბარი. ვიზიტის ბოლოს დარმშტადტის უნივერსიტეტში ხელი მოეწერება მემორანდუმს, რომლის ფარგლებშიც უნივერსიტეტი დაეხმარება საქართველოს ევროპული სტანდარტების ჰარმონიზაციაში.

 

დავით ნარმანიას, გიორგი ამაშკელისა და ელგუჯა ხოკრიშვილის  ვიზიტი გერმანიაში 22 მარტს დასრულდება.