ზარზმის სამონასტრო კომპლექსზე გადაუდებელი სარესტავრაციო სამუშაოები და ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა
საქართველოს განზრახული აქვს მიიღოს მსოფლიო ბანკისაგან (The World Bank) დაფინანსება რეგიონული განვითარების მესამე პროექტის (RDP III) განსახორციელებლად და ამ სახსრების ნაწილი გამოიყენოს შემდეგი კონტრაქტით გათვალისწინებული გადახდებისათვის: ზარზმის სამონასტრო კომპლექსზე გადაუდებელი სარესტავრაციო სამუშაოები და ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა.
ზარზმის მონასტერი არის შუასაუკუნეების ორთოდოქსული სამონასტრო კომპლექსი, რომელიც მდებარეობს სოფელ ზარზმაში, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ახალციხიდან 30 კმ-შ.
ქვე-პროექტი ითვალისწინებს შემდეგი სამუშაოების განხორციელებას:
- ორ სართულიანი ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობა
- შენობის კერძო საკუთრებაში არსებული ღობეებისა და ფასადების რეაბილიტაცია
- ზარზმის მონასტრის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების კონსერვაცია
- თამარის წყაროს აღდგენა
- ავტოსადგომის მოწყობა და თამარის წყარომდე მისასვლელი ბილიკის რეაბილიტაცია
დეტალური ინფორმაცია იხილეთ სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის შემდეგ ბმულზე:
https://tenders.procurement.gov.ge/public/?go=302015&lang=ge