,,მზიურის“ პარკის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ,,მზიურის“ პარკის რეაბილიტაციას ახორციელებს. პროექტი 13 ივნისის წყალდიდობის შედეგად დაზიანებული, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის მიმდებარედ არსებული ტერიტორიის და პარკის სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს. პარკის ტერიტორიაზე მოეწყობა სკეიდბორდის, საბავშვო გასართობი და მცირე ზომის საფეხბურთო მოედნები, საველოსიპედე ბილიკები, ფანჩატურები, დასასვენებელი ადგილები. „მზიურის“ ყოფილი საბაგირო სადგურის შენობაში მინი მედიათეკა და თანამედროვე გალერეის მინიმალისტური საგამოფენო დარბაზი მოეწყობა. სარეაბილიტაციო სამუშაოები ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი შენგელიამ მოინახულეს.