ქვე-პროექტი: ქალაქ გორის 10 სათამაშო მოედნის რეაბილიტაცია
2 დეკემბერი 2016
მუნიციპალიტეტი: გორი
დონორი: WB
ქვე-პროექტი ხორციელდება მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ მეორე რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის (RMDPS) ფარგლებში, რომელიც მიმდინარეობს მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით. ქვე-პროექტი ითვალისწინებს ქალაქ გორში მდებარე ათი სათამაშო მოედნის რეაბილიტაციას.
ქვე-პროექტის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმისა და სოციალური საკითხების საჯარო განხილვა გაიმართა 2016 წლის 29 ნოემბერს 12:00 საათზე, ქალაქ გორის მერიაში.
ქვე-პროექტის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმა ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: