ბაკურიანში ცენტრალური ბილიკის მოწყობა, ბორჯომის მუნიციპალიტეტი

19 დეკემბერი 2016

ქვე-პროექტი ბაკურიანში ცენტრალური ბილიკის მოწყობა“, რომელიც განხორციელდება მესამე რეგიონული განვითარების პროექტის ფარგლებში და ფინანსდება მსოფლიო ბანკის მიერ, ითვალისწინებს ახალი საფეხმავლო და ველოსიპედისთვის განკუთვნილი ბილიკის მოწყობას დაბა ბაკურიანში. აღნიშნული ბილიკი მიუყვება წრიულ სამანქანო გზას და მდებარეობს ბაკურიანის ცენტრში. ბილიკის საერთო სიგრძე არის 2750 მ, ხოლო სიგანე - 2,5 მ. ბილიკზე ზოგიერთ ადგილას განთავსდება დასასვენებელი სკამები და დეკორატიული ნაგვის ურნები და დამონტაჟდება ლამპიონები. ხოლო ბილიკის ნაწილი, რომელიც განკუთვნილია ველოსიპედის მოძრაობისთვის, შეიღებება აგურისფერი საღებავით.

  

ქვე-პროექტის გარემოსდაცვითი ართვის გეგმის დოკუმენტის ნახვა შესაძლებელია შემდეგ ბმულებზე:

 

 EMP_ბაკურიანის ბილიკის მოწყობა