ფიტარეთის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარედ მდინარე ხრამზე ხიდის მშენებლობა

3 თებერვალი 2017

 საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებულ რეგიონული და  მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მეორე პროექტს (RMIDP 2). პროექტის მთავარი მიზანია ადგილობრივი ხელისუფლების შესაძლებლობების გაძლიერება იმგვარად, რომ მოხდეს მათი იმ ძირითადი ფუნქციის განხორციელება, რომელიც უკავშირდება ერთის მხრივ, მოსახლეობისათვის სათანადო მომსახურების გაწევას და, მეორეს მხრივ, ინფრასტრუქტურული ინვესტიციების განხორციელებაზე ანგარიშვალდებულებას, ადგილობრივი თვითმმართველობებისათვის ეფექტური დაფინანსების წყაროებზე წვდომით. მთელი ქვეყნის მასშტაბით, რეგიონული და  მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მეორე პროექტის ფარგლებში, მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია / რეკონსტრუქცია ხორციელდება ცალკეული ქვეპროექტების დაფინანსების საფუძველზე. 

აღნიშნული ქვე-პროექტი მოიცავს ბოლნისის მუნიციპალიტეტში მდინარე ხრამზე ხიდის მშენებლობას, რომელიც დააკავშირებს ბოლნისის მუნიციპალიტეტში მდებარე სოფელ ტანძიას, ქვემო ქართლის მხარეს და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მდებარე ფიტარეთის მონასტერს. გარდა ამისა, პროექტი საშუალებას მისცემს მონასტერში მცხოვრებ ბერებს, მრევლს და ტურისტების გადაადგილდნენ შეუფერხებლად და ეწვიონ ფიტარეთის მონასტერს.

მიუხედვად იმისა, რომ საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ქვე-პროექტი არ საჭიროებს გარემოზე ზემოქმედების შეფასებას და გარემოზე ზემოქმედების ნებართვას, მსოფლიო ბანკის პოლიტიკის თანახმად, სავალდებულოა ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასება და ბუნებრივ  და სოციალურ გარემოზე მართვის გეგმა, რომელიც ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე:

 

  ESIA report_Bolnisi bridge_geo