ბორჯომის მუნიციპალიტეტში ბორჯომის კავალერიის შენობის რესტავრაცია და მუზეუმად ადაპტაცია
საქართველოს განზრახული აქვს მიიღოს მსოფლიო ბანკისაგან (The World Bank) დაფინანსება რეგიონული განვითარების მესამე პროექტის (RDP III) განსახორციელებლად და ამ სახსრების ნაწილი გამოიყენოს შემდეგი კონტრაქტით გათვალისწინებული გადახდებისათვის: ბორჯომის მუნიციპალიტეტში ბორჯომის კავალერიის შენობის რესტავრაცია და მუზეუმად ადაპტაცია.
სარეაბილიტაციო ობიექტი, ე.წ. „ახალი კავალერიის შენობა“ ბორჯომის ცენტრში, მ. კოსტავას სახელობის ბაღში მდებარეობს. აგებულია მე-19 ს. ბოლოს და იმ პერიოდის არქიტექტურული სტილის ერთ-ერთ გამორჩეულ ნიმუშს წარმოადგენს. მოგვიანებით შენობას შეეცვალა დანიშნულება, მრავალგზის გადაკეთდა და ამჟამად უფუნქციო, ნახევრად დაშლილ მდგომარეობაშია. შენობა წარმოადგენს ქართული კულტურული მემკვიდრეობის შესანიშნავ ძეგლს - ეს სტატუსი მიენიჭა საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანებით: N3/87, 02.06.2010.
ქვე-პროექტი ითვალისწინებს შემდეგი სამუშაოების განხორციელებას:
- შენობის დეკორატიული ხის აივნების და დეკორატიული ელემენტების რეაბილიტაცია;
- შენობისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის გაწმენდა ნაგვის, ნარჩენებისა და ჩახერგულობისაგან;
- შენობის კედლებზე ბოლო დროს გაკეთებული წარწერების ხელით მოშორება;
- კარებსა და ფანჯრებზე წარმოდგენილი დეკორატიული აგურის საუკეთესო ფრაგმენტების აღდგენა/რეაბილიტაცია;
- ფასადურ კედლებზე ბზარების შევსება ქვიშა-ცემენტის ნარევით;
- მასიური, ბაზალტის ქვისგან დამზადებული საფეხურებით, შენობაში შესასვლელი კიბეების აღდგენა/რეაბილიტაცია;
- ფასადის საპირე წყობის ბაზალტის ქვების შენარჩუნება და გამაგრება
- ახალი ხის კარებისა და ფანჯრების დაყენება;
- შენობისთვის ახალი თუნუქის სახურავის მოწყობა;
- საქვაბისა და გათბობა-გაგრილების სისტემისთვის ახალი შენობის მშენებლობა;
- არსებული პატარა საფეხმავლო ხიდის ნაწილის დანგრევა;
- წყალმომარაგების, ელექტრომომარაგებისა და საკანალიზაციო სისტემის მოწყობა;
- გარშემო ტერიტორიის კეთილმოწყობა, მათ შორის, ნაგვის ურნების და სკამების განთავსება, გარე განათების მოწყობა, არსებული ავტოსადგომის მონიშვნა.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის შემდეგ ბმულზე:
https://tenders.procurement.gov.ge/public/?go=305128&lang=ge