ელექტრონულ ტენდერი - წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ნაკიფუს თემის საჯარო სკოლის პროექტირება-მშენებლობაზე
გამოქვეყნებულია: 17 მაისი 2019 / ძალაშია: 21 ივნისი 2019
სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი აცხადებს ელექტრონულ ტენდერს -NAT190009843, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ნაკიფუს თემის (ს/კ 47.06.42.122) ერთი ხელშეკრულების ფარგლებში Design-Build მეთოდით 60 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლის შენობის დეტალური პროექტის მომზადებისა და მის საფუძველზე სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვაზე. შესყიდვის ობიექტის სავარაუდოღირებულება შეადგენს 1,279,750.00ლარს. სატენდერო წინადადების მიღების ვადა სრულდება 21.06.2019 წ. 14:00 საათზე.
დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული შესყიდვის ბმული:
https://tenders.procurement.gov.ge/public/?go=305127&lang=ge