ვანის მუზეუმამდე მისასვლელი გზის (ლორთქიფანიძე, გიორგაძისა და გორგასლის ქუჩების) რეაბილიტაცია და მიმდებარე ინფრასტრუქტურის მოწყობა

გამოქვეყნებულია: 23 მაისი 2019    /    ძალაშია: 24 ივნისი 2019

საქართველოს განზრახული აქვს მიიღოს მსოფლიო ბანკისაგან (The World Bank) დაფინანსება რეგიონული განვითარების მეორე პროექტის (RDP II) განსახორციელებლად და ამ სახსრების ნაწილი გამოიყენოს შემდეგი კონტრაქტით გათვალისწინებული გადახდებისათვის: ვანის მუზეუმამდე მისასვლელი გზის (ლორთქიფანიძე, გიორგაძისა და გორგასლის ქუჩების) რეაბილიტაცია და მიმდებარე ინფრასტრუქტურის მოწყობა.

 

ობიექტი მდებარეობს ვანის მუნიციპალიტეტში, იმერეთის რეგიონში, დასავლეთ საქართველოში. ქვე-პროექტი მიზნად ისახავს, როგორც ვანის მუზეუმში, ასევე გზის გასწვრივ განლაგებულ კერძო სახლებში  უსაფრთხო სატრანსპორტო გადაადგილების უზრუნველყოფას.

 

ქვე-პროექტი ითვალისწინებს შემდეგი სამუშაოების განხორციელებას:

- არსებული დაზიანებული ასფალტის ფენის მონგრევა და მისი გზის საფუძვლისთვის გამოყენება;

- ტროტუარებისა და გზის საფარის მოწყობა ასფალტ-ბეტონის ფენით და ბეტონის მილებით;

- კიუვეტების მოწყობა ცხაურებით და შენობასთან მისასვლელებით;

- მდინარე ჭიშურაზე აშენებული არსებული ხიდების რეაბილიტაცია: ასფალტ-ბეტონის საფარით ტროტუარის მოწყობა, ლითონის მოაჯირების ჩანაცვლება, გაბიონების რეაბილიტაცია;

- მუდმივი საგზაო ნიშნების განთავსება, მათ შორის გამაფრთხილებელი, ამკრძალავი და მიმთითებელი ნიშნების;

- გზის გასწვრივ ბუჩქნარის გაკაფვა;

- სადრენაჟე სისტემის მოწყობა. 

 

დეტალური ინფორმაცია იხილეთ სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის შემდეგ ბმულზე:

 

https://tenders.procurement.gov.ge/public/?go=305855&lang=ge