პროექტის მართვის ინსტიტუტმა (PMI) საქართველოში ოფიციალური წარმომადგენლობა გახსნა
პროექტის მართვის ინსტიტუტმა (PMI) საქართველოს წარმომადგენლობის ოფიციალური გახსნის ცერემონიალი გამართა.
ღონისძიებას მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შენგელია, PMI საქართველოს წარმომადგენლობის თანადამფუძნებელი ლელა მაჩაიძე, ადგილობრივი და საერთაშორისო, კერძო და საჯარო სექტორის ტოპ მენეჯერები და წევრები და პროექტის მართვის სფეროში მომუშავე 200-მდე პროფესიონალი ესწრებოდა.
სტუმრებს სიტყვით მიმართეს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, პროექტის მართვის ინსტიტუტის საქართველოს წარმომადგენლებმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა. მათ საქართველოში განხორციელებული პროექტების, გამოწვევების და მათ მიერ ქვეყნის განვითარებაში შეტანილი წვლილის შესახებ ისაუბრეს.
პროექტის მართვის ინსტიტუტის თბილისი, საქართველოს წარმომადგენლობის მიზანია ხელი შეუწყოს პროექტის მართვის ინსტიტუტის სტანდარტებისა და პროექტის მართვის საუკეთესო გამოცდილების (ტრადიციული, ეჯაილ და ჰიბრიდული მეთოდოლოგიები) დამკვიდრებას საქართველოში და მხარი დაუჭიროს პროექტის მენეჯერებს კარიერულ წინსვლასა და განვითარებაში, რაც კერძო და საჯარო ორგანიზაციების წარმატების საფუძველი იქნება.