დავით ნარმანია და ელგუჯა ხოკრიშვილი გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობის მინისტრის მოადგილეს შეხვდნენ
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ელგუჯა ხოკრიშვილმა, გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ცენტრალურ ოფისსა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალურ სამინისტროში შეხვედრები გამართეს.
საუბრის ძირითადი თემა საქართველოში მიმდინარე თვითმმართველობის რეფორმა და რეგიონული განვითარების სტრატეგიები იყო. როგორც გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობის მინისტრის მოადგილემ, ჰანს იოაჰიმ ფუხტელმა აღნიშნა, საქართველომ ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერების მიმართულებით სწორი ნაბიჯები გადადგა და ეს რეფორმა ქვეყანას პოზიტიურ ცვლილებებამდე მიიყვანს.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, გერმანიას აქტიური მხარდაჭერა შეუძლია გაუწიოს საქართველოს მუნიციპალიტეტების ეკონომიკურ და ინსტიტუციურ გაძლიერებას. მხარეები შეთანხმდნენ, რომ სხვადასხვა დონორი ორგანიზაციების დახმარებით ქართული მხარე ადგილობრივ მოხელეთა გადამზადების საკითხებზე იზრუნებს.