მოთხოვნა ინტერესის გამოხატვაზე სოციალური უსაფრთხოების კონსულტანტის თანამდებობაზე თბილისი-რუსთავის საქალაქო კავშირის პროექტისთვის (Urban Link Project) (მონაკვეთი 2)
პროექტს აფინანსებს საქართველოს მთავრობა და აზიის განვითარების ბანკი (ADB). პროექტის განმახორციელებლი სააგენტოა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (MDF). პროექტი ითვალისწინებს თბილისი-წითელი ხიდის (აზერბაიჯანის საზღვარი) თბილისი-რუსთავის მონაკვეთის მოდერნიზაციას, კერძოდ, თბილისს და რუსთავს შორის 17,1 კმ სიგრძის 2-ხაზიანი გზის მოდერნიზაციას საერთაშორისო სტანდარტამდე, „I კატეგორიის“ გზატკეცილამდე, 4 ხაზით და 100-120 კმ/სთ საერთო საპროექტო სიჩქარით, და მოიცავს „ქალაქის ბულვარის“ მონაკვეთს შემცირებული ჩქაროსნული რეჟიმით. პროექტი ისახავს ორ ძირითად მიზანს: (1) ადგილობრივი და საქალაქო, რაც დაკავშირებულია თბილისს და რუსთავს შორის საქალაქო კავშირის გაუმჯობესებასთან; (2) საერთაშორისო, აზერბაიჯანს და საქართველოს შორის, და ამგვარად კასპიის ზღვას (ბაქოს პორტი) და შავ ზღვას (ფოთის და ბათუმის პორტები) შორის კავშირის გაფართოვება.
ამ პროექტის ფარგლებში საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი აცხადებს დაინტერესების გამოხატვას სოციალური გარანტიების საერთაშორისო კონსულტანტის შერჩევაზე თბილისი-რუსთავის საქალაქო კავშირის პროექტისთვის (მონაკვეთი 2).