მოთხოვნა ინტერესის გამოხატვაზე მეტროს სპეციალისტის და ტექნიკური კონსულტანტის თანამდებობაზე თბილისის მეტროს მე-2 ხაზის გაფართოვების (განშტოების) და უნივერსიტეტის სადგურის შექმნის სამუშაოების მეთვალყურეობისთვის

გამოქვეყნებულია: 7 მარტი 2014    /    ძალაშია: 21 მარტი 2014

პროექტს აფინანსებს საქართველოს მთავრობა  და აზიის განვითარების ბანკი (ADB). ამ პროექტის ფარგლებში საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი აცხადებს დაინტერესების გამოხატვას  მეტროს  საერთაშორისო სპეციალისტის  და ტექნიკური კონსულტანტის შერჩევაზე თბილისის მეტროს მე-2 ხაზის გაფართოვების (განშტოების) და უნივერსიტეტის სადგურის შექმნის სამუშაოების მეთვალყურეობისთვის.

საკონსულტაციო მომსახურება („მომსახურება“) მოიცავს მუნიციპალური განვითარების ფონდის (MDF) და თბილისის სატრანსპორტო კომპანიის (TTC) დახმარებას სამშენებლო სამუშაოების ტენდერში მონაწილეთა შემოთავაზებების ტექნიკური ნაწილის შეფასების დროს, და შეფასებითი ანგარიშის შესაბამისი სექციების შექმნას; აგრეთვე სამშენებლო სამუშაოების მეთვალყურეობის კონსულტანტის, „EUROESTUDIOS S.L.“-ის (ესპანეთი) მიერ შესრულებული მშენებლობის მეთვალყურეობის ინსპექციის ჩატარებას, აგრეთვე მუნიციპალური განვითარების ფონდისთვის (შემდგომი გაუმჯობესება) და თბილისის სატრანსპორტო კომპანიისთვის პროექტის ხელმძღვანელობის, ტექნიკური დახმარების, კონსულტაციის და პროფესიონალური დასკვნის (ექსპერტიზის) უზრუნველყოფას. 

 

SPN Metro Specialist