დუშეთის ისტორიული უბნის რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს
დუშეთის ისტორიული უბნის სამუშაოები ითვალისწინებს ცენტრალური ნაწილის - რუსთაველის, ერეკლე II-ს, ჭავჭავაძის, კოსტავას, წმ. ნინოს, შამანაურის ქუჩების და ცენტრალური პარკის მიმდებარე შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციას. აღნიშნულ მონაკვეთზე თავმოყრილია მე-19, მე-20 საუკუნის მიჯნაზე აგებული კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ქალაქური ტიპის შენობა-ნაგებობების გამორჩეული ნიმუშები.
პროექტით განსაზღვრულია, ასევე ორი განსაკუთრებული ისტორიული ღირებულების მქონე სახლის - ილია ჭავჭავაძისა და ე. წ. აპრელოვის სახლების რეაბილიტაცია. საერთო ჯამში, დაგეგმილია 40 სახლის, მათ შორის, კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე 24 სახლის რეაბილიტაცია/რესტავრაცია. პროექტის მიზანია ისტორიული და არქიტექტურული ღირებულების მქონე შენობების პირვანდელი სახით აღდგენა და წარმოჩენა. რუსთაველის, ერეკლე II-ს, ჭავჭავაძის, კოსტავას, წმ. ნინოს, შამანაურის ქუჩებზე გათვალისწინებულია გზის საფარის, ტროტუარებისა და გარე განათების მოწყობაც.