კაცხის სვეტთან კელიებისა და მომსახურების შენობის მშენებლობა
2017 წლის 9 აგვისტოს 12:30 საათზე, ჭიათურის მუნიციპალიტეტში, კაცხის სვეტის მონასტერში გაიმართება ქვე-პროექტის - „კაცხის სვეტთან კელიებისა და მომსახურების შენობის მშენებლობა“, ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმის საჯარო განხილვა.
ქვე-პროექტი ხორციელდება მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ რეგიონული განვითარების მეორე პროექტის (RDP2) ფარგლებში, რომელიც მიმდინარეობს მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით.
ქვე-პროექტის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმა ხელმისაწვდომია მუნიციპალური განვითარების ფონდის ვებ-გვერდზე, ასევე შემდეგ მისამართებზე:
- საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ოფისში - ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზირი #150, ტელ: 2 43 70 01 / 206.
საკონტაქტო პირები:
- ნუცა გუმბერიძე, მგფ ბენეფიციარებთან ურთიერთობის სპეციალისტი,
მობ: +995 598 88 20 19, ელ.ფოსტა: feedback@mdf.org.ge
02_ER_Reconstruction of Monks cells and service building at Katskhi Pillar-26.07.2017