თბილისის მეტროს ელექტრო კაბელებისა და სავენტილაციო სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
მუნიციპალური განვითარების ფონდი აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით თბილისის მეტროს კაბელებისა და ვენტილაციის რეაბილიტაციის პროექტს ახორციელებს. პროექტის ჯამური ღირებულება 15 მილიონ ამერიკულ დოლარზე მეტია.
პროექტის ფარგლებში განახლდება ან გამოიცვლება მთლიანად მეტროს ელექტრო კაბელები და სავენტილაციო სისტემა. საერთო ჯამში, გამოიცვლება 191 000 მეტრის დაბალი ძაბვის (220-380 ვოლტი) და 137 000 მეტრის საშუალო ძაბვის (6-10 კილოვოლტი) კაბელები. ასევე, შეიცვლება არსებული 32 ერთეული გამნიავებელი (ვენტილატორი). სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად, გაუმჯობესდება მეტროს უსაფრთხოების ხარისხსა და ენერგო ეფექტურობა.
თბილისის მეტროსადგურებში ელექტრო კაბელები და სავენტილაციო სისტემა არ გამოცვლილა 1966 წლის შემდეგ. პროექტის დასრულების შემდეგ სრულად განახლდება თბილისის მეტროს შიდა ინფრასტრუქტურა, რაც ქალაქის მოსახლეობასა თუ მის სტუმრებს უფრო უსაფრთხოდ და კომფორტული გადაადგილების საშუალებას მისცემს.
მეტროს შეუფერხებლად მუშაობისთვის სარეაბილიტაციო სამუშაოები ღამის 12:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე მიმდინარეობს. მეტროს კაბელებისა და ვენტილაციის პროექტი 2020 წლის ივნისში დასრულება.
მეტროს სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი შენგელია და თბილისის სატრანსპორტო კომპანიის დირექტორი, გიორგი შარკოვი გაეცნენ.