განცხადება საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის შესყიდვასთან დაკავშირებით

გამოქვეყნებულია: 28 მარტი 2014    /    ძალაშია: 7 აპრილი 2014

           სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 06 მარტის განკარგულების საფუძველზე „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, დაევალა  ქ. თბილისში მიუსაფართა თავშესაფრის მშენებლობის საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების შესყიდვა გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

   საუკეთესო შემოთავაზების მიღების მიზნით, სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი იწვევს ყველა დაინტერესებულ პირს საპროექტო მომსახურების შესყიდვის პროცედურებში მონაწილეობის მისაღებად.

შესყიდვის ობიექტის ირგვლივ დეტალური ინფორმაცია, წინადადებებისა და მოთხოვნილი ინფორმაციის ჩამონათვალი, მათი  წარმოდგენის წესი მოცემულია დოკუმენტაციაში.

მონაწილე პირებმა წინადადება და მოთხოვნილი ინფორმაცია უნდა წარმოადგინონ დალუქული კონვერტით

2014 წლის 07 აპრილს 15.00სთ- დან 16.00სთ-მდე

     დამატებითი ინფორმაცია ასევე შესაძლებელია მიიღოთ შემდეგი პირისგან - გიორგი ბულეიშვილი სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის შესყიდვების სამსახურის სპეციალისტი: ტელ: +995 32 2437001/02/03/04 (შიდა ნომერი 405).

 

dokumentacia

მიუსაფართა თავშესაფარი 240 ადგილზე - გენგეგმა