თბილისის მეტროპოლიტენის ახალი მეტროსადგურის მშენებლობაზე ტენდერი სულ მალე გამოცხადდება
თბილისის მეტროპოლიტენის ახალი სადგურის მშენებლობაზე ტენდერი სულ მალე გამოცხადდება. ეს იყო წლების განმავლობაში გაჩერებული პროექტი, რომლის განხორციელებაც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საქართველოს დედაქალაქის განვითარებაში. ამის შესახებ საქართველოს მუნიციპალური გამვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ელგუჯა ხოკრიშვილმა დღეს გამართულ პრეკონფერენციაზე განაცხადა.
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა გუშინ დაასრულა მშენებლობის პროექტთან დაკავშირებული სამმხრივი მოლაპარაკებები, რომელსაც თბილისის მეტროპოლიტენსა და ესპანურ კომპანია „ევროსტუდიოსთან“ აწარმოებდა.
მოლაპარაკებების დასრულებისა და პროექტის ირგვლივ მიღწეული შეთანხმების დასადასტურებლად, საქართველოში აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენელი ჩამოვიდა. თბილისის მეტროპოლიტენის ახალი სადგურის მშენებლობას სწორედ აზიის განვითარების ბანკი აფინანსებს.
მხარეებს შორის შეთანხმების მიღწევა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს აძლევს შესაძლებლობას მეტროსადგურის მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადოს. თბილისის ახალი მეტროსადგურის მშენებლობაზე ტენდერი უახლოეს მომავალში გამოცხადდება.