განცხადება საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის შესყიდვასთან დაკავშირებით

გამოქვეყნებულია: 1 აპრილი 2014    /    ძალაშია: 4 აპრილი 2014

სსიპ „საქართველოს მუნიციპალური განვთარების ფონდი“ ახორციელებს . ვანის სახელმწიფო მუზეუმის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოების დამატებითი გამაგრებითი ღონისძიებების საპროექტო დოკუმენტაციის   შედგენის  მომსახურების სახელმწიფო შესყიდვას. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 06 მარტის N385 განკარგულების შესაბამისად, აღნიშნული მომსახურების შესყიდვა განხორციელდება გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

საუკეთესო შემოთავაზების მიღების მიზნით, სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი იწვევს ყველა დაინტერესებულ პირს საპროექტო მომსახურების შესყიდვის პროცედურებში მონაწილეობის მისაღებად.

შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება შეადგენს 21000 ლარს.

შესყიდვის ობიექტის ირგვლივ დეტალური ინფორმაცია, წინადადებებისა და მოთხოვნილი ინფორმაციის ჩამონათვალი მოცემულია დოკუმენტაციაში.  დაინტერესებულმა პირებმა თავიანთი წინადადებები  და მოთხოვნილი ინფორმაცია უნდა წარმოადგინონ 2014 წლის 04 აპრილის 16:00 საათიდან 17:00 საათამდე დალუქული კონვერტით შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N150, მე-3 სართული, ოთახი N 301 -  სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი.

 

დამატებითი ინფორმაცია ასევე შესაძლებელია მიიღოთ შემდეგი პირისგან - გიორგი ბულეიშვილი სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის შესყიდვების სამსახურის სპეციალისტი: ტელ: +995 32 2437001/02/03/04 (შიდა ნომერი 405).

 

 დოკუმენტაცია