175 ერთეული ავტობუსის შესაძენად ტენდერი გამოცხადდა
22 ოქტომბერი 2019
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა სხვადასხვა მუნიციპალიტეტებისთვის 175 ერთეული ავტობუსის შესაძენად ტენდერი გამოაცხადა. პროექტი ითვალისწინებს ქუთაისის, გორის, თელავის, ზუგდიდის, რუსთავისა და ფოთისთვის ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ავტობუსების შესყიდვას. შესყიდვა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დაფინანსებით ხორციელდება.
ტენდერი ორ ლოტად გამოცხადდა, პირველი ლოტით გათვალისწინებულია ასჩვიდმეტი 8.5 მეტრიანი ავტობუსის, ხოლო მეორე ლოტით ორმოცდათვრამეტი 10 მეტრიანი ავტობუსის შეძენა. ტენდერის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოცემულია მუნიციპალური განვითარების ფონდის ვებ-გვერდზე: http://mdf.org.ge/?site-lang=ka&site-path=tenders/current_tenders/&id=3586