ზედაზნის მონასტერთან გამართული ტურისტული ინფრასტრუქტურა დაგხვდებათ
1 ნოემბერი 2019
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, მცხეთის მუნიციპალიტეტში ზედაზნის მონასტერთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დაასრულა. პროექტი ითვალისწინებდა, როგორც გზის რეაბილიტაციას, ასევე ავტოსადგომისა და ეკლესიამდე მისასვლელი ბილიკის მოწყობას. პროექტი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით განხორციელდა და ღირებულებამ დაახლოებით 3.4 მილიონი ლარი შეადგინა.
სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილზე მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შენგელიამ მოინახულა.
ზედაზნის მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება რეგიონში ტურიზმის განვითარებისთვის ხელსაყრელ პირობებს შექმნის.
პროექტი 2018 წლის ივლისში დაიწყო და 2019 წლის ივლისში დასრულდა.