მოწვევა მგფ-ისთვის კონსულტაციის ჩაატრების მიზნით, თბილისი-რუსთავის გზის პროექტის მე-2 მონაკვეთის მშენებლობის პროცესში

გამოქვეყნებულია: 7 აპრილი 2014    /    ძალაშია: 22 აპრილი 2014

         

   საერთაშორისო ინდივიდუალური კონსულტანტის შერჩევა თბილისი-რუსთავის გზის მე-2 მონაკვეთზე (5,2 - 6,9 კმ) მდებარე შენობების სტრუქტურული მდგრადობის, მათზე ვიბრაციისა და ხმაურის ზემოქმედების ექსპერტიზის შედეგების განხილვისა და  მგფ-ის საკონსულტაციო მომსახურებისათვის

 

     პროექტი დაფინანსებულია საქართველოს მთავრობის (სმ)  და აზიის განვითარების ბანკის (აგბ) მიერ. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (მგფ) წარმოადგენს პროექტის შემსრულებელ ორგანოს. პროექტი ითვალისწინებს თბილისი-წითელი ხიდის (საზღვარი აზერბაიჯანთან) გზის თბილისი-რუსთავის მონაკვეთის მოდერნიზაციას. ამ პროექტის ფარგლებში საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი აცხადებს ინტერესის გამოხატვას საერთაშორისო ინდივიდუალური ექსპერტის შესარჩევად თბილისი-რუსთავის გზის მე-2 მონაკვეთზე (5,2 - 6,9 კმ) მდებარე შენობების სტრუქტურული მდგრადობის, მათზე ვიბრაციისა და ხმაურის ზემოქმედების ექსპერტიზის შედეგების განხილვისა და  მგფ-ის საკონსულტაციო მომსახურებისათვის.

 

SPN - Investigation of Structural Integrity - ADB-extension