გამოცხადდა ბაზრის კვლევა - ქალაქ ქუთაისში, დავით კაკაბაძის სახელობის სახვითი ხელოვნების გალერიის რეაბილიტაცია-გაფართოების პროექტირების შესყიდვის მიზნით

გამოქვეყნებულია: 13 თებერვალი 2020    /    ძალაშია: 21 თებერვალი 2020

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი გეგმავს ქალაქ ქუთაისში, დავით კაკაბაძის სახელობის სახვითი ხელოვნების გალერიის რეაბილიტაცია-გაფართოების დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის და ამავე დოკუმენტაციის საფუძველზე სამშენებლო სამუშაოებისათვის საავტორო ზედამხედველობის გაწევის მომსახურების შესყიდვას. 

შესყიდვის პროცედურების ჩატარების უზრუნველსაყოფად აუცილებელია განისაზღვროს:

ü  შესყიდვის ობიექტის - დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის და ამავე დოკუმენტაციის საფუძველზე სამშენებლო სამუშაოებისათვის საავტორო ზედამხედველობის გაწევის მომსახურების სავარაუდო ღირებულება ლარში, დღგ-ს გარეშე.

ü  შესყიდვის ობიექტის მიწოდების (მომსახურების გაწევის) ვადები, მომსახურების I, II და III ეტაპის მიხედვით და მომსახურების გაწევის საბოლოო ვადა, ხელშეკრულების გაფორმებიდან - შესაბამისი რაოდენობის დღეების/თვეების მითითებით.

გთხოვთ, თანდართული ტექნიკური დავალებით გათვალისწინებული გასატარებელი ღონისძიებების შესაბამისად, არაუგვიანეს 2020 წლის 21 თებერვლის 18:00 საათისა, წარმოადგინოთ თქვენი წინადადებები სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზ. N150) მატერიალური სახით (ნაბეჭდი ვერსია), ან ელ. ვერსიის სახით, შემდეგ ელ. ფოსტებზე:

nnozadze@mdf.org.ge trobakidze@mdf.org.ge mbochorishvili@mdf.org.ge

 

დანართები:

1.       ტექნიკური დავალება - 20 (ოცი) ფურცელი;

2.       ფოტო მასალა და ნახაზები - 9 (ცხრა) ფურცელი.

 

storageტექნიკურიდავალება.pdf

storageფოტომასალადანახაზები.pdf

 

წინასწარ გიხდით მადლობას თანამშრომლობისათვის