ზესტაფონისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტებში ბაღების მშენებლობა დაიწყო
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ქვედა საზანოში, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სოფ.ვერტყვიჭალაში და სოფ.საღანძილეში საბავშვო ბაღების მშენებლობა დაიწყო. პროექტი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 2,1 მილიონ ლარზე მეტია.
პროექტი ითვალისწინებს 50 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღების მშენებლობას. ბაღებში მოეწყობა სათამაშო და საძინებელი ოთახები და საპირფარეშოები. გარდა შიდა ინფრასტრუქტურისა, ფონდი ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოებსაც განახორციელებს. შენობა ადაპტირებულიი ქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის. მნიშვნელოვანია, რომ სკოლამდელი აღზრდის ყველა დაწესებულება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აშენდება და პროექტების დასრულების შემდეგ, პატარები კეთილმოწყობილ ბაღებში შეძლებენ სიარულს.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი 2019 წელს ქვეყნის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში 50-ზე მეტი საბავშვო ბაღის პროექტირება - მშენებლობა დაიწყო.
მუნიციპალური განვითარების ფონდი ბაღების მშენებლობას საქართველოს მთავრობის და დონორი ორგანიზაციების დაფინანსებით ახორციელებს.