ნაფეტვრებიდან ქვემო წყლულეთამდე მისასვლელი და ლისი-მუხაწყაროს ცენტრალური გზის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი მცხეთის მუნიციპალიტეტში ნაფეტვრებიდან ქვემო წყლულეთამდე მისასვლელი გზის და ლისი-მუხაწყაროს ცენტრალური გზის რეაბილიტაციას ახორციელებს.
ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის ღირებულება დაახლოებით 13 მილიონი ლარია.
სამუშაოები, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს და ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალური რეკომენდაციების შესაბამისად ხორციელდება.
მათი შესრულების და შრომის უსაფრთხოების პირობების დაცვის მონიტორინგს მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლები უზრუნველყოფენ.
სამუშაოების ფარგლებში გზის 20 კილომეტრზე დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი და ასევე მოეწყობა წყალამრიდი მილები, გაბიონები, საყრდენი კედლები, მიერთებები, ეზოში შესასვლელები და ფოლადის თვალამრიდები.
ნაფეტვრებიდან-ქვემო წყლულეთის და ლისი-მუხაწყაროს გრუნტის გზაზე, მოსახლეობის გადაადგილება განსაკუთრებით გართულებული იყო წვიმის დროს, სანიაღვრეების არ არსებობის გამო.
გზის რეაბილიტაციის შემდეგ მოსახლეობა და დამსვენებლები უსაფრთხო და კომფორტული გზით ისარგებლებენ. პროექტი 2021 წლის იანვარში დასრულდება.