ალექსანდრე ყაზბეგის სახელობის მუზეუმის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, დაბა სტეფანწმინდაში ალექსანდრე ყაზბეგის სახელობის ისტორიული მუზეუმის რეაბილიტაციას ახორციელებს. პროექტის ღირებულება 4 მილიონ ლარს აჭარბებს.
სამუშაოები, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს და ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალური რეკომენდაციების შესაბამისად ხორციელდება.
რეკომენდაციების შესრულების და შრომის უსაფრთხოების პირობების დაცვის მონიტორინგს მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლები უზრუნველყოფენ.
პროექტი ითვალისწინებს სტეფანწმინდის მუზეუმის რეაბილიტაციის მე-2 ფაზის სამუშაოებს: ისტორიული ნაგებობების რეაბილიტაცია-რესტავრაციას და ტერიტორიის კეთილმოწყობას.
სამუშაოების მიმდინარეობას მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შენგელია, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულ შალვა კერესელიძესთან, სამშენებლო და საზედამხედველო კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნო.
პროექტის განხორციელება მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ტურიზმის განვითარებისთვის ხელსაყრელ პირობებს შექმნის. ეს კი, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას.