მოწვევა ინტერესის გამოხატვაზე - მდგრადი ვიზიტორთა ბილიკების და მთის ქოხების განვითარების და ყაზბეგის, ფშავ-ხევსურეთის და თუშეთის დაცული ლანდშაფტების დაკავშირების მიზნით, დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების და სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველობის საკონსულტაციო მომსახურება
გამოქვეყნებულია: 10 ივნისი 2020 / ძალაშია: 13 ივლისი 2020
საქართველომ მიიღო მსოფლიო ბანკისაგან (The World Bank) დაფინანსება რეგიონული განვითარების მესამე პროექტის (RDP III) განსახორციელებლად. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი აღნიშნული პროექტის ფარგლებში იწვევს კომპანიებს შემდეგი საკონსულტაციო მომსახურებისათვის: მდგრადი ვიზიტორთა ბილიკების და მთის ქოხების განვითარების და ყაზბეგის, ფშავ-ხევსურეთის და თუშეთის დაცული ლანდშაფტების დაკავშირების მიზნით, დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების და სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველობის საკონსულტაციო მომსახურება.
დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ: მოწვევა ინტერესის გამოხატვაზე (ინგლისურ ენაზე).
TOR_JutaOmaloTrail_08.06.2020 - final.pdf