გურიის და კახეთის რეგიონში 13 სარეაბილიტაციო სკოლაზე ტენდერი გამოცხადდა

16 ივნისი 2020
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი აგრძელებს სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროგრამას
 
ფონდმა უკვე დაიწყო სკოლების რეაბილიტაციის ტენდერების გამოცხადება გურიისა და კახეთის რეგიონში. პროგრამა ითვალისწინებს გურიის რეგიონში 8 სკოლის, ხოლო კახეთის რეგიონში 5 სკოლის რეაბილიტაციას
 
გურიის რეგიონში რეაბილიტაცია ჩაუტარდება ბუკისციხის, ზომლეთის, თხინვალი, ლესას, მერიის, სამების, ლანჩხუთის და ჩოჩხათის საჯარო სკოლებს.
 
კახეთის რეგიონში კი რეაბილიტირდება კალაურის, კარდენახის, ნინიგორის, სამთაწყაროს და ძველი ანაგის საჯარო სკოლები
სკოლები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა და სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის მოეწყობა საკლასო ოთახები, საპირფარეშოები, სპორტული მოედანები და კეთილმოეწყობა ეზოს ტერიტორია. ასევე, დამონტაჟდება გათბობის, წყალსადენის და კანალიზაციის სისტემები.